არაპროგნოზირებადი დაავადებაა და შეიძლება, თავს მოულოდნელად დაგვატყდეს... - ექიმის გაფრთხილება
1754510765
17 წლის წინ, ამ დღეს, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ცხადად მოახდინა თავისი აგრესიისა და იმპერიალისტურ წარსულთან ჩაბღაუჭების სურვილის დემონსტრირება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ესტონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ან ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას“, – წერს მინისტრი.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლა მოჰყვა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 411 ადამიანი, დევნილად იქცა 130 000-მდე მოქალაქე, განადგურდა სოფლები, დაიბომბა ქალაქი გორი და სტრატეგიული ობიექტები. რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.