შიდა ქართლში ერთი ადამიანი მოკლეს - დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მისული ორი პოლიციელი
1754600501
როგორც კი ამ საქმეზე პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ პროკურატურა გააკეთებს ბრიფინგს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას.
„შინაგან საქმეთა მინისტრისგან გავიგეთ თქვენც და ჩვენც, რომ კამერები იყო, კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი. მერე ათასი მანიპულაცია იყო, სისულელეები, ტყუილები ითქვა, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ იქ იყო 4 თუ 5 ადამიანი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის 2 ოჯახის წევრი, მასპინძელი და მასპინძლის მეზობლები. ისინი დაიკითხებიან დეტალურად.
მე მასთან ახლა არ მაქვს კომუნიკაცია, რადგან ტელეფონი არ აქვს და კომუნიკაცია საზოგადოებასთან არ აქვს. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ არის უკეთ და უკეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.