1754511189
მამუკა მდინარაძე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ამ შემთხვევაში ქალი და კაცი ჩვენ არ გაგვირჩევია - ქალი კანდიდატები სიაში გვეყოლება

ქალი კანდიდატები სიაში გვეყოლება, ეს გენდერული კომპლექსები უნდა დავძლიოთ, - ასე მიმართა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიების დასრულების შემდეგ.
„რაც შეეხება ქალ კანდიდატებს, ეს გენდერული კომპლექსები უნდა დავძლიოთ. ქალი კანდიდატები სიაში გვეყოლება. ამ შემთხვევაში ქალი და კაცი ჩვენ არ გაგვირჩევია. მოქმედი მაჟორიტარები, უმრავლესობა იყო კაცი, შესაბამისად, დაემატა რამდენიმე ახალი კანდიდატი და ასე მოხდა. ქალი კანდიდატები სიაში გვეყოლება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.