1754596520
მამუკა მდინარაძე შვედეთში ამოქმედებულ კანონზე: „ნაცურ“-აგენტურული სტანდარტი გახლავთ ის, რომ რაც შესაძლებელია შვედეთისთვის, არ შეიძლება საქართველოსთვის

„ნაცურ“-აგენტურული სტანდარტი გახლავთ ის, რომ რაც შესაძლებელია შვედეთისთვის, არ შეიძლება საქართველოსთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ შვედეთში ამოქმედებულ კანონზე საუბრისას, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
„კანონი, რომელსაც რუსულს არქმევენ, „გამჭვირვალობის კანონი“ შეიძლებოდა ამერიკისთვის, არ შეიძლებოდა საქართველოსთვის. შეიძლებოდა ევროპისთვის, არ შეიძლებოდა საქართველოსთვის. ეს არის მონური ფსიქოლოგია და ეს არის აგენტურული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს და საკუთარი სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შვედეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.