მამუკა მდინარაძე: კახა მართლაც უალტერნატივოა. გახსოვთ თბილისი 8 წლის წინ და დღეს, ეს შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ რომ გადავხედოთ რა იყო 8 წლის წინ და დღეს, უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა

მამუკა მდინარაძე

 „ქართულ ოცნებაში“ იმის კომფორტი გვაქვს, რომ არა მხოლოდ მომავალზე, არამედ წარსულიდან გამომდინარე, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მომავალზე ვილაპარაკოთ. კახა მართლაც უალტერნატივოა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ.

„ალბათ გახსოვთ თბილისი 8 წლის წინ და დღეს. ხანდახან ვამბობთ ხოლმე, რომ ყოველდღიურად როცა ვუყურებთ როგორ შენდება, ირგვება ნარგავები და როგორ ცოცხლდება ეს ქალაქი ნელ-ნელა, ეს შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ რომ გადავხედოთ რა იყო 8 წლის წინ, როცა კახა მერად აირჩია თბილისმა და დღეს, უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა.

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე დაშენებული მეტი წარმატება, მეტი სიკეთე ჩვენს დედაქალაქს ერთი-ორად წაადგება. როდესაც გაკეთებული საქმის დაფასება და სწორი შეფასება შეუძლია თბილისს და თბილისელს, აქ კიდევ უფრო მარტივია არჩევანი „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის სასარგებლოდ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.