შიდა ქართლში ერთი ადამიანი მოკლეს - დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მისული ორი პოლიციელი
1754600501
ძალიან ვიბრძოლებდი, რომ იმაზე დაწყებულიყო გამოძიება. თუ მტკიცებულება არ იქნებოდა და მარტო ბრალდებულის ნათქვამი იქნებოდა ამის საფუძველი, არ დაიწყებდნენ გამოძიებას და ვერაფერსაც ვერ ვიზამდი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რადგან აქვს თავად ადვოკატად მუშაობის გამოცდილება, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რომ ეთქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს, ისევე, როგორც ამბობს გიორგი ახობაძე, მოითხოვდა თუ არა როგორც ადვოკატი გამოძიების დაწყებას, როცა მსგავსი რამ მოითხოვეს გიორგი ახობაძემ და მისმა ადვოკატმა და გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.
„კი რა თქმა უნდა [მოვითხოვდი]. ადვოკატის გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ არასწორია [რომ გამოძიება დაწყებული არ არის]. ადვოკატი რომ ვიყავი დამნაშავეც დამიცვია და უდანაშაულოც. თუ როგორც ყოფილ ადვოკატს ისე მეკითხებით, საპირისპირო მხარის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ გავამართლებდი. ჩემი მოთხოვნა რა თქმა უნდა იქნებოდა გამოძიების დაწყება, მაგრამ ეს რამდენად საფუძვლიანი იქნებოდა და რაიმე ერთი მტკიცებულებით მაინც თუ იქნებოდა გამყარებული, ძალიან ვიბრძოლებდი, რომ იმაზე დაწყებულიყო გამოძიება. თუ მტკიცებულება არ იქნებოდა და მარტო ბრალდებულის ნათქვამი იქნებოდა ამის საფუძველი, არ დაიწყებდნენ გამოძიებას და ვერაფერსაც ვერ ვიზამდი“, - აღნიშნა მდინარაძემ.