მალხაზ თოფურია: ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული „მეომარ“ ბარამიძეს, როგორც ომობდა, ისე ცვლიდა ტყვეებსაც

მალხაზ თოფურია

გუდაუთაში როდესაც მოგვიწია 300 ტყვეს გაცვლა, ბარამიძე ჩამობრძანდა თბილისიდან და ინტერვიუ მისცა, რა სირთულეები გადახდა, ინტერვიუს შემდგომ როდესაც მოვთხოვეთ პასუხი, თუ შეიძლება, დავიბრალებო, – ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა, აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა.

თოფურიას თქმით, ბარამიძის განცხადება ემსახურებოდა ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას.

„მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც უშუალო შეხება მქონდა თუნდაც ტყვეების გაცვლასთან და თუნდაც ბარამიძის ამ თემასთან დამოკიდებულებაზე. ეს არის მარტის შემოტევები, როდესაც ორი კვირის განმავლობაში გუდაუთაში მოგვიწია 300 ტყვეს გაცვლა. ეს ჯოჯოხეთი როდესაც დასრულდა, ომზე უარესი საშინელება, ბარამიძე ჩამობრძანდა თბილისიდან და ინტერვიუ მისცა, რა სირთულეები გადახდა. ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ინტერვიუს შემდგომ რომ მოვთხოვეთ პასუხი, კარიერისთვის მჭირდება, თქვენ უბრალო ხალხი ხართ და თუ შეიძლება, დავიბრალებო. დაიბრალა და მას შემდეგ დადიოდა და ამბობდა, ვცვლიდი ტყვეებსო. როგორც ომობდა, ისე ცვლიდა ტყვეებსაც, ცხოვრებითაც ბუტაფორიაა და აფხაზეთშიც ბუტაფორია იყო. ბარამიძის განცხადება ემსახურებოდა ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას.

არანაირი სინანული არ აქვს. ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული „მეომარ“ ბარამიძეს, ყოველთვის გამოწკეპილი და გაპრიალებული დასეირნობდა. მიზანი აქვთ ერთი, გაბედნიერდა, სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთს გაუჩნდა შანსი, თურმე ეთნიკური წმენდა არის არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული, რადგან თურმე ქართველები ჩავდიოდით და ვხვრეტდით აფხაზებს, ხოლო აფხაზები რუსული დისციპლინით გამოირჩეოდნენ. ეს არის ბარამიძის აზრი“, – განაცხადა თოფურიამ.

მისი თქმით, მეოთხე დღე გავიდა და ბარამიძე არ ნანობს.

„დაადოს ხელი, ვინ ხვრეტდა. მე ვხვრეტდი? ან სხვა მეომრებს? ხან ჯარი არა და ხალხიო. ამით უარესი თქვა – ჯარი არა, ხალხი ხვრეტდაო, ანუ ახლა მოსახლეობა დააყენა დარტყმის ქვეშ. მრჩეველი არ ჰყავს ვინმე, რომ უთხრას, გაჩუმდი, შე ნაძირალაო. ომი ნანახი აქვს მაგას კინოში. ადამიანი, რომელმაც საქართველო დსთ-ში შეათრია, შემომიტრიალდება და მე დამიძახებს რუსეთუმეს. არ აქვს მაგას კაცობის ნატამალი“, – აღნიშნა თოფურიამ.