ასტროლოგიურად იშვიათი მოვლენა ხდება - ზოდიაქოს 4 ნიშანი დიდ ცვლილებებს იგრძნობს
1777061592
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განეხილა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის როლი აღნიშნულ პროცესში.
„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან. წლევანდელი მსჯელობა დიდწილად დაეთმო სწორედ ალტერნატიული გზების განვითარების შესაძლებლობებს, ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, შუა დერეფანი უყურადღებოდ ვერ დარჩება. არაერთი პანელური დისკუსია მიეძღვნა სწორედ შავ ზღვას, სამხრეთ კავკასიას, შუა დერეფნის განვითარებას და ჩემთვის, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის, იყო საუკეთესო შესაძლებლობა, გვესაუბრა, როგორ ვხედავთ შუა დერეფნის განვითარებას, რას აკეთებს საქართველო, რათა წვლილი შეიტანოს ამ დერეფნის განვითარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს საქართველო და საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიებისა და ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე.
„მქონდა შესაძლებლობა, ევროკომისართან ერთად გვემსჯელა სწორედ გაფართოების კონტექსტზე და გაფართოებაზე უსაფრთხოების კონტექსტში, რაც თავისთავად ასევე მოიცავს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც დაეთმო ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ, კარგი შესაძლებლობა იყო კოლეგებთან კომუნიკაციისთვის, შეხვედრებისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის პრიორიტეტულ თემებზე ფართო საზოგადოების ყურადღების გამახვილებისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.