მაკა ბოჭორიშვილი: ყველაფერი, რაც მთელი წლის განმავლობაში ვიხილეთ, პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას

მაკა ბოჭორიშვილი

ყველაფერი, რაც მთელი წლის განმავლობაში ვიხილეთ, პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები არსად წასულა და ეს გამოწვევები ჯერ ისევ ძალიან ბევრია.

„გამოწვევები არსად წასულა, გამოწვევები არის ძალიან ბევრი. თუ დავაკვირდებით საკმაოდ დინამიკურად ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკა. რა თქმა უნდა ამ ცვალებად სამყაროში, როდესაც ძალიან ბევრი რამ იცვლება ჩვენს გარშემო ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ წელსაც ფრთხილი საგარეო პოლიტიკის გატარება, ფრთხილი და გამბედავი ამავდროულად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.