წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1761937275
 
                                                                საქართველო როდესაც არის დღის წესრიგში, ზოგადად დემოკრატიის სახელით, ძალიან ბევრი დემოკრატიის საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სხვა ქვეყნების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების სრულიად გაუმართლეებელი გაუქმებები არავის დაუგმია.
„ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ პროცესზე, რომელიც გაწერილია კანონით, პროცესზე, რომელიც სამართლის ჩარჩოებში მიმდინარეობს. წარმოუდგენელია, როდესაც დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ადამიანები კანონის ჩარჩოების გარეშე მოქმედებას ითხოვენ და კანონის ჩარჩოებში მოქმედებას გმობენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.