17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დინამიკასა და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონში უკვე გაიმართა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზნით.
„მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უკვე იყო საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ გადაიხედოს ის მდგომარეობა და ის მემკვიდრეობა, რაც დღეს არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა მიზანმიმართულმა კამპანიებმა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე გარკვეული გავლენა იქონია, რაც პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების დინამიკაზეც აისახა.
„ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქროთ, თითქოს ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა საქართველოს დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული შედეგები. ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაციებას ჩვენს პარტნიორებთან, რაც სწორედ ამ ძალების ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას ხაზი გაუსვა დიალოგისა და ორმხრივი ჩართულობის მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, საქართველო არაერთხელ გამოხატავდა ურთიერთობების განახლების მზადყოფნას.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ურთიერთობების განახლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და, რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს გარკვეულ ჩართულობას ორივე მხრიდან, რასაც ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ გარკვეული მზაობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის, რომ განვაახლოთ მუშაობა, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს ორი ქვეყნისთვის, რა შეიძლება, იყოს ორი ქვეყნის ინტერესებში ამ ურთიერთობებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიალოგის, როგორც პარტნიორობის აუცილებელ პირობაზე. მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ინტერესების მკაფიო განსაზღვრას უნდა ეფუძნებოდეს.
„ეს, პირველ რიგში, მოითხოვს დიალოგს, ეს, პირველ რიგში, მოითხოვს ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა უფრო ცხადად იყოს დანახული, თუ რა ინტერესებით მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება, იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.