საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1765896677
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებენ, რომ იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც თავად აწარმოებენ რუსეთის სასარგებლო ქმედებებს, საქართველოს მისამართით დეზინფორმაციული კამპანიის წარმოების მიზანი ქვეყნის იმიჯის დაზიანება იყო.
„ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც ძალიან ხშირად სწორედ იმ უარყოფითი ტენდენციების შემოქმედები არიან, რასაც შემდეგ ჩვენ ვაწყდებით ხოლმე შემდგომ ბრიუსელში. სამწუხაროდ, ის კამპანიები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე განიცადა, ყოველთვის უსაფუძვლო იყო და მიმართული იყო ჩვენი იმიჯისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ და ჩვენი ინტერესების შელახვისკენ. აქ საუბარია ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე როდესაც ეს კამპანიები ეწყობა, როდესაც ჩვენი ქვეყნის შეახებ დეზინფორმაციები ვრცელდება, ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არაერთხელ ვიხილეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სწორედ იმ ქვეყნების მხრიდან გრძელდება, რომლებიც ჩართულები არიან თურმე რუსეთის სასარგებლოდ გარკვეულ ქმედებებში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა,
ლატვიური მედიის ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში თითქმის 2 ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკია ექსპორტირებული.