მაკა ბოჭორიშვილი: ინტერპრეტაცია, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინებით არის შესაძლებელი, ძალიან მცდარი აზრის შემქმნელია საკუთრივ ევროკავშირზე

მაკა ბოჭორიშვილი

ინტერპრეტაცია, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინებით არის შესაძლებელი, ძალიან მცდარი აზრის შემქმნელია საკუთრივ ევროკავშირზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად არასწორად სპეკულირებენ ფასეულობებით.

„ძალიან ხშირად ხდება ფასეულობების არასწორად სპეკულირება და გამოყენება, ამას ხშირად აკეთებენ სწორედ ევროპელი ლიდერები. როდესაც საუბარი შეეხება ევროპულ ფასეულობებს, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, თუნდაც ჩვენს შემთხვევაში, ოჯახური ფასეულობების შესახებ არასწორი ინტერპრეტაციები. არასწორად განმარტვა მოსახლეობისადმი და თავდასხმები კონსერვატიულ ღირებულებებზე. უპირველესად სწორედ ეს არ არის ევროპული ფასეულობა, ევროპაში არის ადგილი ყველასთვის, მათ შორის კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისთვის. შესაბამისად, მსგავსი ინტერპრეტაცია, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინებით არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ძალიან მცდარი აზრის შემქმნელია ევროკავშირზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა