ხვალიდან საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1761940452
 
                                                                საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვებზე ბუნდესტაგის პასუხები არც სრულყოფილია და არც დამაკმაყოფილებელი.
ბოჭორიშვილის შეფასებით, „ბევრი კითხვა არსებობს არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, გერმანულ საზოგადოებაშიც და, რეალურად, პასუხები გაუცემელი რჩება“.
„რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს. ჩვენ ეს კითხვები არ დაგვიმალავს, საკმაოდ ხმამაღლა ჟღერდება ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, როდესაც საქმე ეხება, ამ შემთხვევაში, გერმანიის ელჩის საქმიანობას საქართველოში. რა თქმა უნდა, გერმანიასთან, გერმანიის სახელმწიფოსთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ძვირფასია და დასანანია, რომ გარკვეული აქტორების ქმედებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში წარმართვას, აზიანებს მათ. პასუხები, რაც მოვისმინეთ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, არ არის არც სრულყოფილი და არც დამაკმაყოფილებელი. ბევრი კითხვა არსებობს არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, გერმანულ საზოგადოებაშიც. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კითხვებზე, რეალურად, პასუხები გაუცემელი რჩება და ჯერ კიდევ ბუნდოვანია ის საქმიანობა გერმანიის საზოგადოებისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპასუხოდ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.