„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკომისიამ, ევროკომისიის ანგარიში გვიმყარებს მოსაზრებას, რომ გარკვეულ ძალებს უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნისა და ხალხი შანტაჟის მიზნით სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებას ეხება.
„ევროკომისია ჩამორჩა საკუთარ გადაწყვეტილებებს – დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკომისიამ. ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნები სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიუყვებიან, მაშინ როდესაც გაურკვეველი მიზეზებით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის შეთანხმება იქნა შეჩერებული. სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძვლები კიდევ საკითხავია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების არსებობის ფონზე, კიდევ გამეორება და ასეთი მუქარა გვიმყარებს მოსაზრებას, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა გარკვეულ ძალებს ერთადერთი მიზნით სჭირდებათ, აშანტაჟონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.