მაია ბითაძე: დღეს მსოფლიო ის მსოფლიო აღარ არის, რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო, რეალობა შეცვლილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორი სწორი მიდგომა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის

მაია ბითაძე

რთულია სამართლებრივი კუთხით შეაფასო ის, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. არა თუ უცნაური, არამედ ძალიან არარეგულარულია ის ქმედებები, რა ქმედებებსაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიო ის მსოფლიო აღარ არის, რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო, რეალობა შეცვლილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორი სწორი მიდგომა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის.

„რამდენიმე ასული კილომეტრი აშორებს საქართველოს ისეთი ქვეყნებისგან, სადაც დღეს ომია გაჩაღებული შიდა გადატრიალებისა თუ უკრაინაში რუსეთთან წარმოებული ომის კუთხით.ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში შენარჩუნება იმ სტაბილური და არაკონფრონტაციული კურსის და სცენარისა, რა სცენარიც „ქართულმა ოცნებამ“ დასახა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს იმის საშუალება და სამომავლო პერსპექტივა, რომ ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდეს იმ ფორმით, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.