ხვალიდან საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1761940452
 
                                                                10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ, რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდანგამომდინარე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები.
„პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა საქართველოს მთავრობა დაიწყებს 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას, ეს იქნება სტრატეგია 2026-2035. ჩვენ ახლა მოქმედი სტრატეგია გვაქვს 2030. განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები, ის იქნება გაცილებით ლაკონური, მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ, დარგმა რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე. ჩვენც და მოსახლეობამაც უნდა იცოდეს, თუ სად იქნება ეს და თუ ის დარგი, ესა თუ ის ინფრასტრუქტურა და რამდენი წლის მერე და რა მდგომარეობაში და რა შედეგები გვექნება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და თავდაცვის მიმართულებებით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.