ჩინეთში ახალი ვირუსის პანდემია გავრცელდა - მიღებულია COVID-19 პანდემიის დროს მოქმედი ზომები
1754473678
შეერთებულ შტატებში რაშა გეითსის საქმის წარმოება ეტაპებს გადის - დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ახლა უკვე სასამართლოშია, თავად ტულსი გაბარდი კი კიდევ ერთხელ საუბრობს არაფორმალური გავლენებისა და გამოძიების პროცესში შექმნილი ხელოვნური ბარიერების შესახებ.
შტატების დაზვერვის შეფის პარალელურად, ე.წ. დიფ სთეითსა და არაფორმალურ გავლენებზე ისაუბრა შტატების პრეზიდენტის შვილმაც - ტრამპ ჯუნიორმა.
საკითხს ეხმაურება ოპოზიცია - "ნაციონალურ მოძრაობაში" ვარაუდობენ, რომ ის, რაზეც ტრამპის ვაჟი საუბრობს, სიმართლეა, ვინაიდან მას ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, რაზეც დამყარებულია აღნიშნული ვარაუდები.
"ამ ფორმით, რაზეც დონალდ ტრამპის ვაჟი საუბრობს, სავარაუდოდ, არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, რომელსაც ეს ვარაუდი თუ მოსაზრება ემყარება. ტრამპმა შესაბამისი ზომები მიიღო USAID-თან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა კონკრეტული კითხვის ნიშნები, მათ შორის ფინანსური ხარჯის ეფექტურობასთან დაკავშირებით, პროექტების მნიშვნელობასთან მიმართებაში და ეს იყო მთავარი გამომწვევი, რის გამოც შესაბამისი ზომები მიიღო მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა“, - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.