როგორი ამინდებია მოსალოდნელი ზღვისპირა ქალაქებში
1754407020
მარტივი ტესტი შემიძლია შემოგთავაზოთ იმის დასადგენად, რამდენად სერიოზულად და მტკივნეულად აღიქვამს დიპ სტეიტი მათ შესახებ გავრცელებულ სიმართლეს - როდესაც ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა წერილი და დეტალურად ახსნა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად აშშ-სა და ევროპაში, როდესაც ფილოსოფოსმა ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ ოლიგარქიული ოჯახები აპირებენ დაანგრიონ ევროპა, ბოლომდე გაანადგურონ ქვეყნების სუვერენიტეტი და იდენტობა, ადამიანები აქციონ მონებად და მათ მოსამსახურეებად, ამ სიმართლით გამწარებული ოლიგარქები ეგრევე შესაჭმელად მიუსევენ ხოლმე მათ ლაქიებს სიმართლის მთქმელ ადამიანებს - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება დიპ სტეიტის გეგმების შესახებ, რაშიც ლომის წილი სწორედ ზაზა შათირიშვილს მიუძღვის და მას მადლობა ეკუთვნის ამ სითამამისთვის.
„მარტივი ტესტი შემიძლია შემოგთავაზოთ იმის დასადგენად, რამდენად სერიოზულად და მტკივნეულად აღიქვამს დიპ სტეიტი მათ შესახებ გავრცელებულ სიმართლეს - როდესაც ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა წერილი და დეტალურად ახსნა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად აშშ-სა და ევროპაში, როდესაც ფილოსოფოსმა ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ ოლიგარქიული ოჯახები აპირებენ დაანგრიონ ევროპა, ბოლომდე გაანადგურონ ქვეყნების სუვერენიტეტი და იდენტობა, ადამიანები აქციონ მონებად და მათ მოსამსახურეებად, ამ სიმართლით გამწარებული ოლიგარქები ეგრევე შესაჭმელად მიუსევენ ხოლმე მათ ლაქიებს სიმართლის მთქმელ ადამიანებს. როლებიც განაწილებულები აქვთ, ზოგიერთები იცინიან, ზოგიერთები პრორუსად აცხადებენ, ზოგიერთები გიჟად - მაგრამ მთავარი მაინც არის ერთი რამ - მთელი ოპოზიციური პროპაგანდა ცდილობს, წერილის შინაარსი გააბიაბურეს მარტივი მიზეზის გამო - როგორც ეშმაკს სინათლის, ისე ეშინიათ ოლიგარქიულ ოჯახებს მათზე და მათი გეგმების შესახებ სიმართლის თქმის. ამიტომ - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება დიპ სტეიტის გეგმების შესახებ, რაშიც ლომის წილი სწორედ ზაზა შათირიშვილს მიუძღვის და მას მადლობა ეკუთვნის ამ სითამამისთვის.“ - წერს ნიკოლეიშვილი.