ამ ხრიკებით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - სპეციალისტის რეკომენდაცია
1766765194
რაც ბაჩო ახალაიას დაპატიმრებით მოხდა, ეს არის ზუსტად პასუხი იმაზე, რა მდგომარეობაში არის ოპოზიცია. გამომდინარე იმ უბრალოდ მიზეზიდან, რომ ბაჩო ახალაიასაც არ მოეხსნა რეალობის აღქმის ვერ შეგრძნება, რაც სჭირს ოპოზიციას“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, რეალობას მოწყვეტილი რადიკალები ვერ აცნობიერებენ, რომ შენობებში შევარდნებით ხელისუფლების დამხობა ვერ მოხდება.
„რეალობა არის სულ სხვა. დღეს ვინმეს თუ უნდა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს, მას უნდა ჰქონდეს საკმაოდ სერიოზული მიზეზები ამისთვის და უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. მათ საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ გააჩნიათ. მეორე, რეალობა სხვაგვარია - სახელმწიფო შემდგარია, სისტემა სხვაგვარად მუშაობს. და ადამიანების გონებაში თუ ისევ არის ჩარჩენილი ქუჩის პროცესები, სადმე შევარდნებით რომ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება, ძალიან მწარედ ცდებიან. მესამე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები გადატრიალებას, რევოლუციას და სხვა ასეთი ქმედებების განხორციელებას რისთვის ფიქრობენ - იმისთვის, რომ უკან დაბრუნდნენ და უკან დააბრუნონ სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაში, რაც იყო 2012 წლამდე“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, რადიკალებს ჰქონდათ იმედი, რომ უცხოეთიდან ექნებოდათ მხარდაჭერა და ეს დასტურდება იმითაც, რომ არავის დაუგმია 4 ოქტომბრის მოვლენები.