ამ ხრიკებით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - სპეციალისტის რეკომენდაცია
1766765194
როგორ შეიძლება სუს-ის უფროსმა ვერ გათვალო, ქვეყანა საით მიდის და წახვიდე საპირისპირო მიმართულებით, შენი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების ფაქტზე საუბრისას.
„როგორც ჩანს, ადამიანებს სძლიათ ცდუნებამ, თავიანთი სულსწრაფი ბუნებიდან გამომდინარე და ასევე, არაპროფესიონალიზმმა, როდესაც გადაწყვიტეს ხომალდის ადრე დატოვება და ხომალდიდან გაქცევა. მათ არ ჰქონდათ გააზრებული, რომ ეს ხომალდი კი არ იძირება, წინ მიდის. ეს იყო ძირითადი უბედურება, რაც მათ დაემართათ. ამის შედეგებს იმკიან.
როგორ შეიძლება სუს-ის უფროსმა ვერ გათვალო, ქვეყანა საით მიდის და წახვიდე საპირისპირო მიმართულებით, შენი ქვეყნის წინააღმდეგ. ანუ, იმ სამსახურის უფროსმა, ვისაც ევალება უშუალოდ, პირიქით, ასეთი საქმეების გამოვლენა, დაიჭირო სხვა მხარე, ვადამდე, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული არ ხარ, მაგრამ როგორც ჩანს, მას სჯეროდა იმისა, რომ ხომალდი იძირებოდა და ხომალდი არა თუ ჩაიძირა, არამედ წინ მიდის“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიების ბოლოს შესაძლოა, კიდევ გამოჩნდნენ სხვა სახეებიც და იგი ასევე არ გამორიცხავს უცხოელების ჩარევას.
პროკურატურის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ეპიზოდი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხება.