ლევან მახაშვილი: ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან საზოგადოება ხედავს იმ მტრულ დამოკიდებულებას, რომელიც არის საქართველოსთან დაკავშირებით და ჯიუტ უარს, რომ აღიარონ ქართველი ხალხის ნება

ლევან მახაშვილი

ეს იყო ერთგვარი პროვოკაცია, თუმცა სამწუხაროდ ეს არ იყო ერთადერთი პროვოკაცია ევროპარლამენტის მხრიდან, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან საზოგადოება ხედავს იმ მტრულ დამოკიდებულებას, რომელიც არის საქართველოსთან დაკავშირებით და ჯიუტ უარს, რომ აღიარონ ქართველი ხალხის ნება.

„ის, რაც გააკეთეს ერევანში, სამწუხაროდ ეს იყო სომხეთის დელეგაციის გამოყენება ამ მიზნებისთვის, რომ ერთმანეთისთვის გადაეკიდათ რეგიონული სახელმწიფოები. საბოლოო ჯამში ეს არის იმ ტენდენციის ნაწილი, რასაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოჯახის მხრიდან“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს. ევრო დეპუტატი ბოსფორდი ამბობს რომ ევროპარლამენტის მცირე ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მემარცხენე-ლიბერალური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევა. საბოლოო ჯამში, სწორედ ამან გამოიწვია საქართველოს დელეგაციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება. საუბარია სომხეთში გამართულ ეურონესტსის სხდომაზე.