ლევან მახაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინარე პროცესში ჩვენ ვნახეთ პირდაპირ დაფინანსების სახით, სხვადასხვა სივრცეების გამოყოფის სახით, სხვადასხვა პროცესით წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა, რაც არის კანონის დარღვევა

ლევან მახაშვილი

დღეს ეს წესები ყველასთვის არის საჯარო და ცნობილი, ამიტომ ეს პერიოდი ყოველთვის იქნება ტესტი რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ამომრჩეველს, თუ ეს არის პირდაპირ დაგეგმილი ოპერაცია, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევით შეცვალონ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებს მიმართვაზე საუბრისას.

„საპარლამენტო არჩევნების წინარე პროცესში ჩვენ ვნახეთ პირდაპირ დაფინანსების სახით, პირდაპირი მონაწილეობის სახით, სხვადასხვა სივრცეების გამოყოფის სახით, სხვადასხვა პროცესით წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა, რაც არის კანონის დარღვევა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა დიპლომატებს მიმართა დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი - ეს არჩევნები იქნება ტესტი, თუ ვინ სცემს პატივს ქართველების სუვერენიტეტს და ვინ - ხინკალს.