ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
როგორც ჩანს, ცხელი ზაფხული გველოდება – წინასაარჩევნოდ ბევრი უცხოური სერიალი, ბევრი მუქარა, ბევრი შანტაჟი და ქართველი ხალხის სახელით საუბარიც გველოდება, აქა-იქ ალბათ ერთ-ორ ხისტ გადაწყვეტილებასაც ვნახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, ქართველ ხალხთან ლაპარაკის ნაცვლად, ოპოზიცია სრულად უცხოელების იმედზეა, დღეს რაც დარჩენიათ, უცხოური დრამატურგიაა.
„რატომ წამოწიეს უვიზოს საკითხი, რას უკავშირდება? რატომ ხდება? როგორც ჩანს, უცხოეთში ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც მზად არის, უკრაინის სახელით საქართველოს მომავალიც გაწიროს. თან, არ დაგვავიწყდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდია. როგორც ჩანს, ცხელი ზაფხული გველოდება – წინასაარჩევნოდ ბევრი უცხოური სერიალი, ბევრი მუქარა, ბევრი შანტაჟი და ქართველი ხალხის სახელით საუბარიც გველოდება, ალბათ აქა-იქ კი, ერთი-ორ ხისტ გადაწყვეტილებასაც ვნახავთ. ქართველ ხალხთან ლაპარაკის ნაცვლად, ოპოზიცია სრულად უცხოელების იმედზეა, რადგან მოსახლეობა არც რევოლუციურ მოწოდებებს გაჰყვა. ოპოზიციამ არჩევნებზე მკაფიო უარი მიიღო და დღეს რაც დარჩენიათ, უცხოური დრამატურგიაა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.