„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ორმაგი სტანდარტია, როცა საფრანგეთში აქციის დაშლა დაშვებულია და საქართველოში არა – „საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, იმ დროს, როცა რადიკალური ჯგუფები სახელმწიფო უწყებებზე შტურმს ახორციელებენ და პოლიციელებს საკუთარი მოვალეობის შესრულების გამო „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამას უწოდებენ დემოკრატიის მეომრებს, დემოკრატიას, ხოლო საკუთარ ქვეყანაში, ერთ-ერთი ქუჩის პროტესტს, სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილს იმ ფორმით არბევენ, როგორც დაარბიეს.
„იგივე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვნახეთ და ამის ფონზე წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული, რაც ორმაგი სტანდარტია. ეს თუ ვინმეს რეპუტაციას და სანდოობას აზიანებს, თავად ეს ქვეყნებია. ვერ მივიღებთ, როცა ამ ყველაფრის ფონზე სხვას მაღალი პედესტალიდან ჭკუას უკითხავენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.