ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - რა ხდება ადგილზე
1752681537
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს გადადგან სწორი ნაბიჯი და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
„იქნებ ერთხელ მაინც გადადგან სწორი ნაბიჯები და დაუბრუნდნენ დემოკრატიულ ჩარჩოებს, წესიერად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ზედმეტი ვაი-ვიშისა და წუწუნის გარეშე. ერთმანეთზე ღალატის დაძახების ნაცვლად საზოგადოებას წარუდგინონ კონკრეტული გეგმები, იდეები და ინიციატივები, რის გამოც მათ მხარი უნდა დაუჭირონ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერც ამჯერად ჩამოყალიბდა. ნაწილს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება . ამ ფონზე ოპოზიციას ისევ ერთიანობისკენ მოუწოდებს მამუკა ხაზარაძე.