დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი
1765472952
იმიტომ ხდება და ვხედავთ ასეთ თანხვედრას [აშშ-სთან], რომ ჩვენ ვსაუბრობდით სიმართლეს და მივუთითებდით ბრიუსელს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი გზა საკუთარი თავის წარმოჩენისa და რეალიზებისთვის მთელ მსოფლიოში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
„იმედი გვაქვს, არ იქნება ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვები და ბრიუსელი დაინახავს, რომ ეს არა აზრს მოკლებული კრიტიკაა, არამედ კეთილი სურვილია მისი პარტნიორების, რომ გაიჯანსაღონ საკუთარი თავი, გახდნენ უკეთესები, პატივი სცენ პარტნიორებს და არა ის, რომ შანტაჟითა და პოლიტიკური ზეწოლით თავს მოახვიონ თავიანთი არასწორი პოლიტიკა“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ევრობიუროკრატიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს აქვეყნებს.