ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტისგან ობიექტურ მსჯელობას დიდი ხანია, აღარ ველოდებით, დებატები გამოიყენება პოლიტიკური პროპაგანდისთვის და არა სიმართლეში გასარკვევად

ლევან მახაშვილი

ევროპარლამენტისგან ობიექტურ მსჯელობას დიდი ხანია, აღარ ველოდებით, წინა დებატებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დღეს ტყუილებს მოვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ამ სახის დებატები გამოიყენება არა სიმართლეში გასარკვევად, არამედ კიდევ ერთხელ პოლიტიკური პროპაგანდისთვის.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტისგან ობიექტურ მსჯელობას დიდი ხანია, აღარ ველოდებით. წინა დებატებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დღეს ტყუილებს მოვისმენთ. თუ მათ რეალური სურვილი აქვთ, რომ სიმართლეში გაირკვნენ, უნდა იცოდნენ, რომ ამ სახის დებატები გამოიყენება არა სიმართლეში გასარკვევად, არამედ კიდევ ერთხელ პოლიტიკური პროპაგანდისთვის. ეს ის დებატები არ არის, რაც ევროპარლამენტს უნდა ამოძრავებდეს. როგორც წესი, სიყალბე ვრცელდება, რომელსაც იტაცებენ, როგორც სიმართლეს და ნაჩქარევ პოლიტიკურ დასკვნებს აკეთებენ. იმის ნაცვლად, რომ სიმართლეში ერკვეოდნენ, პოლიტიკურ პროპაგანდას ვიღებთ.