ლევან მახაშვილი: აშკარად დიდი ინტერესია, რომ ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება და არეულობა იყოს, რომ შემდგომ მღვრიე წყლით ისარგებლონ ზოგზოგიერთებმა

ლევან მახაშვილი

 აშკარად დიდი ინტერესია, რომ ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება და არეულობა იყოს, რომ შემდგომ მღვრიე წყლით ისარგებლონ ზოგზოგიერთებმა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის იმ განცხადებებს, რომელიც 4 ოქტომბერს საქართველოში არეულობის მოწყობას გულისხმობს.

„აშკარად დიდი ინტერესია, რომ ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება და არეულობა იყოს, რომ შემდგომ მღვრიე წყლით ისარგებლონ ზოგზოგიერთებმა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აბსოლუტურად ყველა დეტალზე გავიდეს - საიდან იყო ეს შეკვეთა, ვის უნდა განეხორციელებინა სისხლის-ღვრა, რათა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს ის სახელი და გვარები, ჯგუფები, ვინც დგას მსგავსი ტიპის დაპირისპირების და შფოთის ინტერესების უკან“ , - აღნიშნა მახაშვილმა.