2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
მმართველ გუნდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურებიან. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მიიჩნევს, რომ სანქციები ხშირად გამოიყენება როგორც მარტივი გზა არასასურველი ხმების გასაჩუმებლად.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო ტენდენციას, თუ როგორ ხდება მარტივი გზების ძიება მათთვის არასასურველი ხმების გასაჩუმებლად. იოლ გზებში ვგულისხმობ სასამართლოს იგნორირებას, გვერდის ავლას. ადამიანის უფლებების ელემენტარული სტანდარტების უპატივცემულობით ხდება მათთვის არასასურველი ხმების გაჩუმება. ბუნებრივია, ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა. იმედი გვაქვს, ევროპა იქნება ადამიანის უფლებების განუხრელად დამცველი“, - განაცხადა მახაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როდესაც მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა.