1752681066
ლევან მაჭავარიანი: საქართველომ უარი თქვა, რომ გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფო სატელიტ ქვეყნად პროქსი ომში, აქედან გამომდინარე შეიცვალა ევრობიუროკრატების განწყობები და ამის შემდეგ მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ დაგვსაჯონ

მმართველ გუნდში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ. კომენტარი ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.
„საქართველომ უარი თქვა, რომ გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფო სატელიტ ქვეყნად პროქსი ომში, აქედან გამომდინარე შეიცვალა ევრობიუროკრატების განწყობები და ამის შემდეგ მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ დაგვსაჯონ, დაგვაშანტაჟონ. დეზინფორმაციისა და უსაფუძვლო ბრალდებები ნიაღვარი მოდის ჩვენ მიმართულებით და ეს შანტაჟი გრძელდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.ბრიუსელი თბილისს წერილობით მიაწვდის კონკრეტული პირობების შესახებ ინფორმაციას. პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო სახელდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ სწორედ ამ პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია.