კასპის მუნიციპალიტეტის მერია სამძიმრის წერილს ავრცელებს
1760465523
„ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული და ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
„ვერავინ დაგვზრახავს, რომ რამე არ გაგვიკეთებია. არ მახსენდება არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი თუ წარმომადგენელი, რომელსაც ბატონი დონალდ ტრამპი უშვერი სიტყვებით არ ჰყავს ნალანძღი და მინდა ეს საზოგადოებამ გაითვალისწინოს.
„ქართულ ოცნებას“ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს. ჩვენი მსოფლმხედველობა პოლიტიკურ ნაწილში, ჩვენი გზავნილები, შეხედულებები სხვადასხვა თემაზე სრულ თანხვედრაშია და მოლოდინის რეჟიმში ვართ. კონკრეტული გზამკვლევის გაწერა გვაქვს შეთავაზებული აშშ-ისთვის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.