„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, რომ უკან იხმობენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
„ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული. ეს მუშაობა გრძელდება, რადგან კვალვ რჩებიან ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ჩვენი ამოცანაა, რომ მათაც აზრი შეიცვალონ და გრძელდება ყველანაირი დიპლომატიური არხით ამაზე მუშაობა“, - აცხადებს მაჭავარიანი.
ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისით თარიღდება.