ლევან მაჭავარიანი: მოლდოვა იხრჩობა კორუფციაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციური მედიასაშუალება, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები და ეს ყველაფერი მეტყველებს იმ ორმაგ სტანდარტზე, რითაც ევრობიუროკრატები განცხადებებს აკეთებენ

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ ყველა მონაცემით წინ ვართ, ვიდრე მოლდოვა და ეს დღევანდელი მონაცემები არაა.

„ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, იგივე კანდიდატის სტატუსის საკითხი, როდესაც 2022 წელს, როდესაც მოლდოვას მიანიჭეს და ჩვენ დაგვჩაგრეს. მაშინ უკვე ყველაფერი შავით თეთრზე იყო დაწერილი, თუ რამხელა უსამართლობასთან გვქონდა საქმე, როდესაც ევროკავშირის მიერვე გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმის მიხედვით, ჩვენ ვუსწრებდით მოლდოვას. მოლდოვა იხრჩობა კორუფციაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციური მედიასაშუალება, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები და ეს ყველაფერი მეტყველებს იმ ორმაგ სტანდარტზე, რითაც ევრობიუროკრატები განცხადებებს აკეთებენ. ცა და დედამიწა არის საქართველო და მოლდოვა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.