ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავიდან ბოლომდე ევრობიუროკრატების პასუხისმგებლობაა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
„ხშირად მოვუწოდებთ ელჩებსა, თუ დიპლომატებს და შემდეგ ვასაჯაროებთ ამ მიმართვებს. ისინი ამ ყველაფერს კრიტიკას უწოდებენ. ჩვენ არავის ვაკრიტიკებთ კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, განსხვავებით მათგან, როდესაც ჰაერზე საუბრობენ და თურმე ეს ჩვენმა მოსახლეობამ უნდა დაიჯეროს. მათივე ფულით დაფინანსებული „ენჯეოები“ ეწევიან კამპანიებს, რომელიც აღვივებს შუღლს, თესავენ ზიზღს, აღვივებენ პოლარიზაციას საზოგადოებაში. ელჩებისგან მხოლოდ დაგმობას ვითხოვთ ან მოწოდებას, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი.
ყოველთვის ვმიჯნავთ იმას, რომ ევროპა, ევროპელი ხალხი და ევროკავშირი არის სხვა, და ევრობიუროკრატები - სხვა. მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავიდან ბოლომდე ევრობიუროკრატების პასუხისმგებლობაა. ამაში ჩვენი პასუხისმგებლობა საერთოდ ნოლია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.