1766172516
ლევან მაჭავარიანი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: როდესაც ასეთი მსხვილი დეველოპერული ჯგუფი ახორციელებს ასეთი ტიპის ინვესტიციას კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა
ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან „იგლ ჰილსის“ პროექტის დამაზიანებელი კამპანიის საფუძველი არის, რომ ისინი კარგად იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ეს საქართველოსთვის.
„როდესაც ასეთი მსხვილი დეველოპერული ჯგუფი, რომელიც ამხელა ავტორიტეტის მატარებელია მსოფლიოს მასშტაბით, ახორციელებს ასეთი ტიპის ინვესტიციას კონკრეტულ ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა არის ტრიგერი და სიგნალი სხვა მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ამ ქვეყანაში არის იდეალური საინვესტიციო გარემო. ეს ყველაფერი კარგად ესმის აგენტურას და ცდილობენ, საბოტაჟი მოაწყონ. ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში არიან. როდესაც კოლექტიური „ნაცები“ რაღაც თემას აკრიტიკებენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს თემა ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.












