ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის დებატებზე: ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლას არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს

ლევან მაჭავარიანი

ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლას არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის დებატებზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათი დავალებით მოქმედებდა აგენტურული ოპოზიცია, როდესაც მანდატები დახიეს და პარლამენტში არ შევიდნენ და თვითონ დატოვეს ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების მიღმა.

„ნაცვლად იმისა, რომ სინანული დაგვანახონ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვადანაშაულებენ ოპოზიციის უსუსურობაში. რაც შეეხება გადაწყვეტილებას აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს ჩვენი მისაღები არ არის და ამაზე უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს იქნება საჯარო პროცესი. ჩვენ ყველაფერი გამყარებული გვაქვს ფაქტებით მტკიცებულებებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში, ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში, უცვლელი ნარატივით. ევროპარლამენტართა ნაწილი ისევ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს, მოთხოვნათა ჩამონათვალშია სანქცია ხელისუფლების მიმართ.

✕