„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ აღიარეს არჩევნები, იმ პირობებში, როდესაც შარშანდელ არჩევნებთან შედარებით, ნახევარი ხმა მიიღეს.
პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ დაკვეთით მუშაობენ.
„ლელომ“, გახარიამ და ა.შ. აღიარეს არჩევნები. მოისმინეთ მათი მერობის კანდიდატების, თუ სხვა ლიდერების განცხადებები. მათ აღიარეს არჩევნები იმ პირობებში, როდესაც მიიღეს ნახევარი ხმა იმასთან შედარებით, რაც შარშან მიიღეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იმავე რაოდენობის ხმა, რაც მიიღო შარშან. მილიონ ასი ათასზე მეტი. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ შარშან. ხომ გახსოვთ 300 000 ფოკუსად გაჩენილი ხმა, ახლა იმ 300 000 ხმის მიმართ პრეტენზია აღარ აქვთ? საკუთარი ხმა რომ გაუნახევრდათ და სამჯერ ნაკლები გაუხდა გახარიას და ნახევარი „ლელოს“, ამაზე პრეტენზია აღარ აქვთ? არაფერზე ხომ პრეტენზია აღარ აქვთ. რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები შარშანდელი არჩევნებისგან? ამ არჩევნებს თუ აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს მაშინ. სინამდვილეში, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა, რომ დაკვეთით მუშაობენ. ეტყვიან, ასე გააკეთე, ასე გააკეთებენ, სხვა რამეს ეტყვიან, სხვანაირად გააკეთებენ. ამიტომ ირცხვენენ თავს, ამიტომაც სამჯერ ნაკლები ხმა აიღეს ამ არჩევნებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.