მძიმე ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
1773405926
პეტრე ცისკარიშვილს არავინ ემიჯნება და ვერც ვერავინ გაემიჯნება, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ ოპოზიციის ახალ გაერთიანებაში მალევე დაწყებული დაპირისპირების კომენტირებისას.
მისი თქმით, პეტრე ცისკარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" გუნდის ლიდერია და პარტიის წევრები, პარტიის ლიდერების გვერდზე დგანან.
„თინა ბოკუჩავა არის „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და საკმაოდ ეფექტიანად აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე. პეტრე ცისკარიშვილი არის ჩემი მეგობარი, არის „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და პეტრე ცისკარიშვილის განცხადებები ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციების სწორად წარმოჩენას, რასაც ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, რასაც მე სრულიად ვიზიარებ. პეტრე ცისკარიშვილს არავინ ემიჯნება და ვერც ვერავინ გაემიჯნება. პეტრე ჩვენი გუნდის ლიდერია და ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ლიდერების გვერდზე ვდგავართ და მისი განცხადება ჩვენი პარტიის ინტერესებს მოიცავდა“,- განაცხადა ფარულავამ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან. ვითარება თამარ ჩერგოლეიშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა.