კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: ნატოს და ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ მტრული რეაგირება შეინიშნება

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა

ამერიკელი კონგრესმენის ანა პაულინა ლუნას თქმით, ნატოს და ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ მტრული რეაგირება შეინიშნება.

როგორც პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, ეს სოციოპათიური, ომის მხარდამჭერი მენტალიტეტი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების, მსოფლიო ეკონომიკის ფორუმისა და დავოსის ელიტის პირდაპირი შედეგია.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი აღნიშნავს, რომ ის ვაშინგტონში გეგმავს კონფერენციის გამართვას, სადაც ევროპის კონსერვატიულ ლიდერებს მიიწვევს, რომლებსაც სჯერათ, რომ მშვიდობა არის უძლიერესი საგარეო პოლიტიკა. მათ შორის იქნება გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“.