კომპანია JP Morgan-ის მმართველი დირექტორი: მსურს საქართველოს მივულოცო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაბრუნება, უდიდესი სამუშაო ჩატარდა და მაღალი საბაზრო მერყეობის პირობებში

კომპანია JP Morgan-ის მმართველი დირექტორი

"მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს მივულოცო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაბრუნება. JP Morgan, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ბანკები ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობდით ამ პროცესში და ვთანამშრომლობთ საქართველოსთან," - ამის შესახებ კომპანია JP Morgan-ის მმართველი დირექტორმა, სტეფან უაილერმა განაცხადა.

"500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის და 5-წლიანი ვადიანობის გამოშვება მოხდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

გამოშვებისას მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მიწოდებას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის, 2022 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს გუნდს. უდიდესი სამუშაო ჩატარდა და მაღალი საბაზრო მერყეობის პირობებში, რთული და სწორი გადაწყვეტილებების შედეგად მიღწეულ იქნა ეს დიდებული შედეგი," - აღნიშნა კომპანია JP Morgan-ის მმართველი დირექტორმა, სტეფან უაილერმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევრო ობლიგაციები განათავსა. ქართულ ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე 5 ნახევარჯერ მეტია. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.