კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ხელშესახები პროგრესის და შედეგების შესახებ, რომელიც საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით ფიქსირდება - თორნიკე ჭეიშვილი იტალიაში ვიზიტს აფასებს

თორნიკე ჭეიშვილი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ეს შეხვედრები ძალიან საინტერესოა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ნარკოტიკებთან ბრძოლის სქემაზე, რაშიც საქართველო საკმაოდ წარმატებულია.

"ჩვენთვის უაღრესად საინტერესოა, რომ ერთის მხრივ გავეცნოთ იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოებში ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, ჩვენს კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ხელშესახები პროგრესის და შედეგების შესახებ, რომელიც საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით.

რასაკვირველია, აქ უნდა გამოვყოთ შსს-ს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ძალიან ეფექტიანი და კოორდინირებული მუშაობა,"- აცხადებს ჭეიშვილი.