კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თხემით ტერფამდე ნაცები არიან, ხოლო მათი პარტიის "ახალი" წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები - ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

გვარამია-მელიას "ახალმა" აი ასეთი მდაბიო "სიახლეებით" დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდგომ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ პროტესტს.

ანჯაფარიძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თხემით ტერფამდე ნაცები არიან, ხოლო მათი პარტიის "ახალი" წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები.

„გვარამია-მელიას "ახალმა" აი ასეთი მდაბიო "სიახლეებით" დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა.კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ორივე არის თხემით ტერფამდე ნაცი, ხოლო მათი პარტიის "ახალი" წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები, განურჩევლად ასაკისაკიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა" და "ახალი ღვინო ძველ ტიკებში არ უნდა ჩაისხას"“,- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.