ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
 
                                                                ხელისუფლების პოლიტიკაა, კორუფცია ყველა დონეზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა უალტერნატივო იქნება.
„მგავს თემებზე საუბარი მარტივი არ არის, მაგრამ რეალობა და ფაქტები მოითხოვს, გარკვეული სახის რეაგირებები იყოს. ის, რაც შესაბამისი უწყებების მიერ არის გადმოცემული, ამას საზოგადოება ისმენს. ეს მეტყველებს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკა აქვს და კორუფცია ყველა დონეზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დეტალები თავად სამინისტროში იციან. ეს ის მოცემულობაა, რაშიც პროცესი მიმდინარეობს, როცა კორუფციასთან ბრძოლა უალტერნატივო იქნება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.