„ხალხის ძალა" ქვეყნის მასშტაბით საკუთარი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს

ხალხის ძალა

 ხალხის ძალა" ქვეყნის მასშტაბით საკუთარი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრები ამჯერად ბათუმის საკრებულოში ფრაქციის წევრებს შეხვდნენ.

ისაუბრეს აჭარაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. განიხილეს სამომავლო გეგმებიც.

მოგვიანებით შეხვედრა შეაჯამა "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

"ორდღიანი შეხვედრები გვქონდა აჭარის რეგიონში ჩვენს წარმომადგენლებთან. პრაქტიკულად, აჭარაში ყველა საკრებულოში გვყავს ფრაქცია და არიან ძალიან მოტივირებულები, გამოცდილები.

პარტიას აქვს ძალიან დიდი გეგმები, თავის დროზე, ჩვენ მართლაც შევასრულეთ ძალიან დიდი როლი იმაში, რომ საქართველოს ავაცილეთ ომი და ამაში ყინულის მჭრელის როლი შევასრულეთ, თუმცა ქვეყანას კიდევ სჭირდება ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა. ვპირდებით ჩვენ ხალხს, რომ ვიქნებით ყველგან წინა ხაზზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.