კახას გამარჯვება უდავოა - გიორგი ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებზე

გიორგი ვოლსკი

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაახლოებით, 2 თვე რჩება. მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, თბილისთან ერთად, მოიგებენ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა.

"არა მარტო ქართველებისთვის, ბევრი უცხოელისთვის, ეს არის ის ევროპა, რომელიც არ ჩამორჩება ევროპულ დედაქალაქებს და ეს სასიხარულოა.

რასაკვირველია, პრობლემები არსებობს, მაგრამ კახა არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ეს ტენდენცია ინტენსიურად გააგრძელოს, პოზიციური პროექტები.

ვფიქრობ, აღარ დაგვრჩება ის პრობლემები, რომელიც აწუხებს ჩვენს ქალაქს. ძველი საცხოვრისები, გარკვეული შენობები, რომელიც რესტავრაციას ითხოვს, ეს პროცესი მიმდინარეობს და აქ ყველაფერს დაეთმობა საგანგებო ყურადღება. ვფიქრობ, კახას გამარჯვება უდავოა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.