1757190115
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება

საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დღესაც გრძელდება.
ფილარმონიასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლეს და შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დაშალეს. კვლავ ისმოდა „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი შენობის მისამართით ბოთლებიც ისროლა.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ამ წუთებშიც მობილიზებულია პოლიცია. იყო სიტყვით გამოსვლებიც, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დემონსტრანტებს მოუწოდა ყოველდღიურად შეიკრიბონ თბილისი მერის საარჩევნო შტაბთან და არ მისცენ მას მუშაობის საშუალება.