„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
„როდესაც, წახალისების მიზნით, ოდიოზური ადამიანების დაფინანსება ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „თიბისი ბანკში“ერთ-ერთი აქტივისტის ნანა დიხამინჯიას მიერ ჩატარებულ ტრენინგებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნაწილმა უნდა ისწავლოს განსხვავებული აზრის მიმღებლობა და საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს.
„ზოგადად, როდესაც,წახალისების მიზნით, ხდება მსგავსი ოდიოზური ადამიანების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ეს ყველას ეხება. როცა, თუნდაც შენი განსხვავებული შეხედულების გამო, შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, ძალიან ცუდია. ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თუ როგორი იქნება ის. ის, რომ ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ და შენ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებ მათ - ვხედავთ კამპანიებს, რომლებიც გარედან ფინანსდება, ახლა უკვე, როგორც მითხარით, „თიბისი ბანკს“ დაუფინანსებია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე და ცუდია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე, საზოგადოებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.