პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1757514673
ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები მხარდაჭერას, თანადგომას, რასაც ვგრძნობ მოსახლეობის, თბილისელების მხრიდან, კარგად ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ადამიანების წინაშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესში მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
„ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქალაქის და თანაქალაქელების მომავალი, მისი ხვალინდელი დღე. ბუნებრივია, ყველა, ვისაც ამ ქალაქზე შესტკივა გული, კარგად აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. როგორც იცით, გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი მერი, ასევე ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას, როგორც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები მხარდაჭერას, თანადგომას, სიყვარულს, რასაც ვგრძნობ ქვეყნის მოსახლეობის, თბილისელების, თანაქალაქელების მხრიდან. კარგად ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ადამიანების წინაშე.
სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ დაგეგმილზე ადრე, რათა ამომრჩეველს და თბილისის მოსახლეობას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე, რა გვაქვს დაგეგმილი, რის გაკეთებას ვაპირებთ.
ვფიქრობ, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს, იზრუნოს თბილისზე და თბილისელებზე, კიდევ უფრო გაალამაზოს და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.
ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესში დაგეგმილი ღონისძიებები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, ღიად და გახსნილად ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, ვისმენთ, რა გამოწვევები, პრობლემებია. ვესაუბრებით მომავალზე, როგორ შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, რათა ყველა პრობლემა მომდევნო წლების განმავლობაში იყოს მოგვარებული.