ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკო. მას ალიევის სახელობის სკვერში თბილისის მერი კახა კალაძე დახვდა და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო.
„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიმდინარეობს და რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო.
რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან მსგავს მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. მან ვიზიტის ფარგლებში გვირგვინით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალიც შეამკო.